“ტრიბუნას” ლიდერი დავით ჭიჭინაძე ის სქემაზე საუბრობს, რომლითან პოლიტიკაში მობრუნებულ გიორგი გახარიას შანსი ეძლევა “საპარლამენტო კრიზისის გამოწვევა”.
-დაახლოებით ოცი დეპუტატის „გადაბირება“ და გახარიას მარტივად შეუძლია საპარლამენტო კრიზისის გამოწვევა, რასაც პირდაპირ მოყვება ვადამდელი არჩევნები.
ასეთ შემთხვევაში, გამარჯვებული რჩება გახარია და არა მთელი ამხელა ოპოზიცია, რომელიც ვერაფერს აკეთებს…
და თუ ეს სქემა მართლაც ამუშავდა, ეს მხოლოდ ივანიშვილის სქემა იქნება.
ანუ, გახარიას თავისი ახალი პარტიით შემოსვლა, კრიზისის გამომწვევი სიმძიმის ცენტრის გადატანის მცდელობაა, მითუმეტეს, რომ „ოცნება“ მელიას ფიგურის ნიველირებას ცდილობს-ამბობს ჭიჭინაძე.