8 აპრილს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევრო 2022_ის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურში საფრანგეთი 3:2 დაამარცხა.
გამარჯვების შედეგად, ნაკრებმა ჯგუფში მეორე ადგილი გაინაღდა და შეიძლება ითქვას, რომ კონტინენტის პირველობის საგზური მოიპოვა.
ეროვნული ნაკრები შემდეგ შეხვედრას 12 აპრილს სტუმრად რუსეთის წინააღმდეგ გამართავს.