ზუგდიდში, თაბუკაშვილისა და ლაზის ქუჩების კვეთაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
ერთმანეთს 2 მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 4 პირი დაშავდა, რომელთაგანაც 2 შედარებით მძიმეა.
ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადები და პოლიცია.