ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანის მცხოვრები, ბორის წიკლაური, რომელსაც რუსული მხარე 1999 წელს ჩადენილ მკვლელობაში ადანაშაულებს და რომელმაც სასჯელი უკვე მოიხადა რუსეთს გადასცეს. საბოლოო ვერდიქტს იგი რუსულ საპატიმროში დაელოდება.
მას წითელი ცირკულარით ეძებდნენ, საბოლოოდ, კი იტალიაში გამგზავრების დროს დააკავეს.
წიკლაურის ადვოკატის განცხადებით, რუსულმა მხარემ მისი დაცვის ქვეშ მყოფის შესახებ წარადგინა დოკუმენტაცია, რომელიც მას რუსეთის ფედერაციის მოქალაქედ სცნობდა , ეს ინფორმაცია კი არასწორია