მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან დღეს 3 საათზე საწვავის ფასის ზრდას მძღოლები გააპროტესტებენ.
მათი მთავარი მოთხოვნა აქციზის ფასის დაწევა და პრემიერმინისტრთან შეხვედრაა.
გარდა ამისა, ცნობილია , რომ მშვიდობიანი აქციების დროს რამდენიმე მძღოლი დააჯარიმეს და მართვის მოწმობები ჩამოართვეს. ისინი სამართალდამცველების მხრიდან დევნაზეც საუბრობენ.
მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში პროტესტის მონაწილეები ადმინისტრაციასთან კარვების გაშლას გეგმავენ.