პარლამენტმა “ამნისტიის შესახებ” კანონპროექტი პირველი მოსმენით დაამტკიცა.
ცვლილებებს მხარი 82-მა დეპუტატმა დაუჭირა.
ცვლილებების შედეგად, ამნისტია სისხლის სამართლის დანაშაულის 44 მუხლს შეეხება, თუმცა, როგორც დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ განცხადა, წრის გაფართოება იგეგმება და ის დამატებით 15-20 მუხლს შეეხება.
შემდეგი სხდომა 4 იანვარს გაიმართება.