მეხუთე რაუნდთან დაკავშირებით, მმართველი გუნდის მზაობა არის 24-საათიან რეჟიმში რომ ჩავერთოთ და მონაწილეობა მივიღოთ, – ამის შესახებ გივი მიქანაძემ განუცხადა. „ქართული ოცნების“ წევრის თქმით, პროცესი იმ შემთხვევაშიც არ შეწყდება, თუ ოპოზიცია პარლამენტის პირველ სხდომას ოპოზიცია სრულად ან ნაწილობრივ არ დაესწრება.
„ჩვენ წარვადგინეთ კონკრეტული წინადადებები და მზად ვართ ნებისმიერ დროს ჩავერთოთ ამ მოლაპარაკებებში. ხვალ თუნდაც დაფიქსირდეს ის, რომ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, ყველა ან ნაწილობრივ არ შემოვიდნენ პარლამენტში, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ამით დიალოგს ვაჩერებთ. პირიქით, ჩვენ მზაობა გვაქვს, რომ დიალოგი გაგრძელდეს და ჩვენ მზად ვართ კონსტრუქციულ რეჟიმში ნებისმიერი საკითხის განხილვისთვის“, – აღნიშნა მიქანაძემ.