თამარ ბელქანია

ჟურნალისტი

უმძიმესი ღამის მერე ისევ გათენდა.
აფხაზეთიც იწვის. გუშინ გაგრა ახალი ათონი იწვოდა. იწვოდა ჩვენი კულტურული მემკიდრეობა, წარსული-მოგონებები, კავშირი წინაპრებთან, ცეცხლი ხალხით დასახლებულ ადგილებსაც უახლოვდება. ჩვენი სამოთხე იწვის!
იქ სადაც ბევრი წყალია ცეცხლს ვერ უმკლავდებიან. ჩვენ, ხალხს ვგულისხმობ როგორც ყოველთვის შორიდან ვუყურებთ. ჩვენს შორის მავთულხლართია! ამ მავგულხლართსაც ჩვენ მივეცით გზა ჩვენი უგუნურობით!
ცეცხლია ჩასაქრობი.
ვინც წვავს მისთვის ის მხოლოდ ზღვაა, დიდი ბასეინი სადაც ჩავლენ იბანავებენ და წავლენ. ჩვენთვის კი აფხაზეთი სახლია სადაც დავიბადეთ და დღეს ცეცხლი გვიკიდია!!
წარ სული ნახშირდება !!
ჩვენ ახლა ვთმობთ ან ვინარჩუნებთ აფხაზეთს!!
იმის ნაცვლად ერთ მუშტად ვიყოთ ყველას მუშტს ვუქნევთ! ვძირავთ ვსპობთ ძირს ვუთხრით და ამით ქვეყანას ვასუსტებთ. შედეგი სახეზეა !

Leave a Reply