გიორგი ლაღიძე

პარტია „მომავალი საქართველო“

-Ზოგიერთი მედიასაშუალება იდიოტურ და მოღალატეობრივ ტერმინს იყენებს, რას ნიშნავს სვანეთიდან დმანისში ჩასახლებული ეკო -მიგრანტები?  ისინი სისხლით, ხორცით, ქართველები არიან და თავის სამშობლოში ცხოვრობენ, ეს კარგად გაითავისეთ!
კიდევ ერთი – ჩვენს თანამოქალაქე ეთნიკურ აზერბაიჯანელებს როგორც სჩანს არ სურთ გაიგონ, რომ ქართულ სახელმწიფოში ცხოვრობენ და აქაურ კანონებს პატივი უნდა სცენ და დაემორჩილონ, რასაც ხშირად არ აკეთებენ, ვიღაცეებს არ გამოუვათ დაჩაგრულის მანტიის მოსხმა,მოვუწოდებ სამართალდამცავებს აღკვეთონ ეს ჯგუფური კანონდარღვევა და დამნაშავეთ პასუხი სრული სიმკაცრით მოსთხოვონ!
შეგახსენებთ:
გუშინ მომხდარი დაპირისპირების შემდეგ დღეს 11 საათზე აქცია იყო დაგეგმილი. ეთნიკურ აზერბაიჯანელებსა და სვანეთიდან ჩამოსახლებულ ეკომიგრანტებს შორის პოლიციელები დგანან და ცდილობენ არ დაუშვან ფიზიკური ანგარიშსწორება. კადრებში, რომელსაც მედია ადგილიდან ავრცელებს, ჩანს სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთით (თოხი, ბარი) შეიარაღებული მოსახლეობა. ამ დრომდე ოფიციალურ კომენტარს ან განცხადებას დმანისში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით არ აკეთებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, დმანისის მერმა კი დღეს დილას თქვა, რომ დაპირისპირება ახალგაზრდებს შორის მოხდა და ამ თემის გადატანა ეთნიკურ და რელიგიურ ჭრილში არასწორი იქნება.

Leave a Reply