როლანა ნიჟარაძე

კონფლიქტოლოგი

-აზერბაიჯანელებისა და ,,სვანების” დაპირისპირება საშინელი მოსასმენია…საშინლად ხვდება ყურს.

ისეთი შეგრძნება მაქვს, ძირძველ ქართულ ტომზე კი არა ბეირუთელებზე საუბრობენ.
დაპირისპირება აზერბაიჯანულ და ქართულ მოსახლეობას შორის _ ასე არის სწორი, მართებული და სახელმწიფოებრივი მიდგომა.
სასწრაფოდ უნდა განიმუხტოს დაძაბული ვითარება, თუ საჭიროა საჯარისო ფორმირებებიც უნდა ჩადგნენ.
შეგახსენებთ:
გუშინ მომხდარი დაპირისპირების შემდეგ დღეს 11 საათზე აქცია იყო დაგეგმილი. ეთნიკურ აზერბაიჯანელებსა და სვანეთიდან ჩამოსახლებულ ეკომიგრანტებს შორის პოლიციელები დგანან და ცდილობენ არ დაუშვან ფიზიკური ანგარიშსწორება. კადრებში, რომელსაც მედია ადგილიდან ავრცელებს, ჩანს სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთით (თოხი, ბარი) შეიარაღებული მოსახლეობა. ამ დრომდე ოფიციალურ კომენტარს ან განცხადებას დმანისში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით არ აკეთებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, დმანისის მერმა კი დღეს დილას თქვა, რომ დაპირისპირება ახალგაზრდებს შორის მოხდა და ამ თემის გადატანა ეთნიკურ და რელიგიურ ჭრილში არასწორი იქნება.

Leave a Reply