ზვიად ტომარაძე

პოლიტიკური მოძრაობა “ერი და სახელმწიფო”

-3 დღის წინ, როდესაც მარნეულში ჯვრის მეორედ ჩამოხსნის შესახებ გავიგე, გამიჩნდა სერიოზული ეჭვი, რომ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები დაინტერესებული არიან ქვემო ქართლში ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის დაპირისპირებით. ძალიან არ მინდა დავიჯერო, თუმცა არსებობს მცირე ალბათობაც იმისა, რომ ქვეყანაში არსებული მწვავე პრობლემებისა და მოახლოებული საპროტესტო ტალღის გადასაფარად ხელისუფლების ინსპირირებულიც იყოს.

ნებისმიერ შემთხვევაში, გვმართებს კეთილგონიერება და უახლესი ისტორიის გახსენება, თუ როგორ ჩვენთვის სავალალო შედეგებით მთავრდებოდა მსგავსი კონფლიქტები. დროულად მოაგვარეთ პრობლემა, მანამდე სანამ სისხლი დაღვრილა, თორემ შემდეგ რამის გამოსწორება შეუძლებელი იქნება!

შეგახსენებთ:

გუშინ მომხდარი დაპირისპირების შემდეგ დღეს 11 საათზე აქცია იყო დაგეგმილი. ეთნიკურ აზერბაიჯანელებსა და სვანეთიდან ჩამოსახლებულ ეკომიგრანტებს შორის პოლიციელები დგანან და ცდილობენ არ დაუშვან ფიზიკური ანგარიშსწორება. კადრებში, რომელსაც მედია ადგილიდან ავრცელებს, ჩანს სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთით (თოხი, ბარი) შეიარაღებული მოსახლეობა. ამ დრომდე ოფიციალურ კომენტარს ან განცხადებას დმანისში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით არ აკეთებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, დმანისის მერმა კი დღეს დილას თქვა, რომ დაპირისპირება ახალგაზრდებს შორის მოხდა და ამ თემის გადატანა ეთნიკურ და რელიგიურ ჭრილში არასწორი იქნება.

Leave a Reply