რიონის ხეობის მცველების სასამართლო პროცესი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გადაიდო, რვავე დაკავებული კი გაათავისუფლეს. რაც შეეხება აქციას, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, გაგრძელდება, თუმცა ამბობს, რომ აქციის მონაწილეებს აშინებენ.
“რკინის “ლისტი” გადაიკეცა ერთ ადგილზე და ამის გამო სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, უბრალოდ ალოგიკურია, არასწორია და ამას იმიტომ აკეთებენ, რომ დააშინონ ჩვენი აქტივისტები და ადამიანებმა არ მივმართოთ პროტესტის იმ ხერხს, რასაც მივმართავთ ახლა, ეს ბოლო 2 დღეა.
გაგრძელდება მინდა გითხრათ, ანუ დღის წესრიგი ეს არის, რა ფორმითაც გუშინ იყო პროტესტი, იგივე იქნება დღესაც. დღესაც იქნება, ყოველ დღე იქნება აქცია, ვიდრე არ შესრულდება ჩვენი მოთხოვნები,” – განაცხადა საზოგადოებრივი მოძრაობა “რიონის ხეობის გადარჩენისთვის” დამფუძნებელმა ვარლამ გოლეთიანმა.