ნათია მეზვრიშვილი
პარტია “საქართველოსთვის”
მმართველი პარტიის დღევანდელი ხელმძღვანელობისთვის უკვე აღარ არსებობს წითელი ხაზი, რადგან საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ისინი მზად არიან ფეხქვეშ გათელონ სახელმწიფო ინტერესები.
გუშინ ვიხილეთ მმართველი პარტიის დღევანდელი თავმჯდომარის არაადეკვატური განცხადებები და პრიმიტიული ტყუილები, რითაც მან კიდევ ერთხელ:
დააზიანა სახელმწიფო ინსტიტუტები,
შეურაცხყოფა მიაყენა საქართველოს მოქალაქეებს,
დარტყმა მიაყენა ქვეყნის უსაფრთხოებას და
არაფრად ჩააგდო ქართული ოცნების ამომრჩეველი.