რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების მორიგ შეხვედრას დიპლომატთა კლუბის წევრი, გიგი კუბლაშვილი ეხმიანება.
-იმ დროს როდესაც ,,გასაოცარი” მორიგ ,,გადადგომა – გაწევა – ჩაჩოჩებაზე” გვაბოლებს, რუსეთის – აზერბაიჯანის – სომხეთის ლიდერები ახალი სატრანპორტო დერეფნის გახსნაზე თანხმდებიან, რაც ნიშნავს თურქეთიდან შემოსული ტვირთების ნახიჩევანიდან – სომხეთის გავლით – აზერბაიჯანზე და შემდგომ სხვადასხვა მიმართულებებით სვლას, ეს საქართველოსთვის რასაც ნიშნავს გვესმის ყველას, თუ გუშინვე ( დღესვე ) მუშაობა არ დავიწყეთ ყველა მიმართულებებით, საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი დღითიდღე შემცირებას დაიწყებს, ეს ცალსახაა და ძალიან გთხოვთ ნუ დავიწყებთ იმაზე საუბარს, რომ ეს როდის იქნება, სომხები და აზერები ვერ შეძლებენ და ა.შ. ისე შეძლებენ, როგორც დაგიბარებიათ.
რაც შეიძლება მალე უნდა გავისტუმროთ ეს მანქურთები ხელისუფლებიდან და ხელებაკაპიწებული დავიწყოთ მუშაობა, რათა ეს არ მოხდეს. აქვე ვდებ სამმხრივ განცხადებას რომელიც გეკთდა ამ შეხვედრაზე, მიაქციეთ ყურადღება რას ამბობს ფაშინიანი.
პრესკონფერენცია – სამივე პრეზიდენტი თანხმდება იმაზე, რომ სატრანზიტო პოტენციალი სამივე სახელმწიფოსთვის ეკონომიკური წინსვლის გარანტი იქნება. ფაშინიანმა ასევე დააყენა სამხედრო ტყვეების საკითხი და განაცხადა, რომ შეთანხმებაში ჯერ კიდევ ბევრი პუბქტია შესასწორებელი. ალიევის თქმით კი, ის იზიარებს პუტინის განცხადებას და ფიქრობს, რომ მთიანი ყარაბახის კონფლიქტი დავიწყებას უნდა მიეცეს.