თუ სკოლები კიდევ ერთი წლით დაიხურება, მისი საფასური გამანადგურებელი იქნება, შედეგებს კი მომავალი თაობები იგრძნობენ – ასე ეხმიანება გაეროს ბავშვთა ფონდი სკოლების არ გახსნის საკითხს.
UNICEF-ის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, მსოფლიოში მოსწავლეების მესამედს დისტანციურ სწავლებაზე ხელი არ მიუწვდება რის გამოც ბავშვების წერისა და კითხვის საბაზისო უნარები დაზარალდა.მისივე განცხადებით შეზღუდვების მოხსნისას პირველ რიგში სკოლები უნდა გაიხსნას.