– 2 –
ბრძანება # 1
საჩივრების განხილვის კომისიის შექმნის შესახებ
ქ. თბილისი
2021 წლის 3 თებერვალი
“მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და “მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” მე-2 თავით განსაზღვრული თვითრეგულირების სისტემის შექმნისა და საჩივრების განხილვის მიუკერძოებელი და სამართლიანი პროცედურების ამოქმედების მიზნით
ვბრძანებ:
- შპს “ახალთან” შეიქმნას საჩივრების განმხილველი კომისია.
- კომისიის შემადგენლობა განისაზღვროს სამი წევრით.
- კომისიის წევრებად დაინიშნონ:
ა) ფატი კვიპაროიძე (38001001086) – იურისტი.
ბ) თამაზ ბენიძე (62003016131) – ჟურნალისტი
გ) ვაჟა თანიაშვილი (16001003136) – მცხეთა-თიანეთის ბიუროს ხელმძღვანელი.
- კომისია შეუდგეს მუშაობას დაარსებისთანავე.
- ინფორმაცია საჩივრების განმხილველი კომისიის შექმნის შესახებ გამოქვეყნდეს ტელევიზიის ვებ-გვერდზე.
ქეთი მიქაძე
შპს “ახალის” (ს/კ 406317356)
დირექტორი
– 3 –
ბრძანება #2
საჩივრების განხილვის კომისიის შექმნის შესახებ
ქ. თბილისი
2021 წლის 3 თებერვალი
“მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და “მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” მე-2 თავით განსაზღვრული თვითრეგულირების სისტემის შექმნისა და საჩივრების განხილვის მიუკერძოებელი და სამართლიანი პროცედურების ამოქმედების მიზნით
ვბრძანებ:
- შპს “ახალთან” შეიქმნას საჩივრების განმხილველი სააპელაციო კომისია.
- კომისიის შემადგენლობა განისაზღვროს სამი წევრით.
- კომისიის წევრებად დაინიშნონ:
ა) ნატალია ხოხიაშვილი (პ/ნ 21001012813) – უფლებადამცველი.
ბ) ფიქრია წიკლაური (პ/ნ01025018106 ) – მოწვეული ჟურნალისტი (ფილოლოგი)
გ) თამარ ჯამარიშვილი (პ/ნ 08001033608) – ჟურნალისტი
- კომისია შეუდგეს მუშაობას დაარსებისთანავე.
- ინფორმაცია საჩივრების განმხილველი კომისიის შექმნის შესახებ გამოქვეყნდეს ტელევიზიის ვებ-გვერდზე.
ქეთი მიქაძე
შპს “ახალის” (ს/კ 406317356)
დირექტორი
– 4 –
ბრძანება # 3
თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში
საჩივრების განხილვის დებულების დამტკიცების შესახებ
ქ. თბილისი
2021 3 თებერვალი
“მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და “მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” 67-ე მუხლის შესაბამისად დამტკიცდეს ტელეკომპანია ახალი-ის თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში საჩივრების განხილვის დებულება.
ქეთი მიქაძე
შპს “ჯიემთივის” (ს/კ 406317356)
დირექტორი
– 5 –
ტელეკომპანია ახალი–ის
საჩივრების განხილვის დებულება
(მიღებული და დამტკიცებულია შპს “ახალის” დირექტორის 2021 წლის 3 თებერვლის ბრძანება # 3-ით, “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონისა და “მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” მოთხოვნათა შესაბამისად და განსაზღვრავს ახალი-ის თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში საჩივრების განხილვის კომისიისა და სააპელაციო კომისიის ფორმირების, მოქალაქეტა საჩივრებისა და განცხადებების მიღების მიუკერძოებელი და სამართლიანი პროცედურებისა და მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრების წესებს).
მუხლი 1 – ზოგადი დებულება
შპს “ახალი”-ს (შემდგომში ტელეკომპანია) მიერ თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში საჩივრების განხილვის დებულება (შემდგომში დებულება) შემუშავებულია “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლითა და “მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” მე-7 მუხლის საფუძველზე, მაუწყებლებს განესაზღვრათ ვალდებულება შეექმნათ თვითრეგულირების მექანიზმი.აღნიშნული განსაზღვრავს ტელეკომპანიაში წარდგენილი საჩივრების ეფექტიანად და გამჭვირვალედ განხილვის პროცედურებს.
მუხლი 2 – საჩივრის განმხილველი ორგანო
- თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში საჩივრებს განიხილავს ტელეკომპანიის დირექციის გადაწყვეტილებით შექმნილი საჩივრების განმხილველი კომისია (შემდგომში კომისია), რომლის შემაგდენლობაში შედის კომისიის თავმჯდომარე და წევრები.
- კომისიის თავმჯდომარეს ირჩევს კომისია ხმათა უმრავლესობით.
- კომისიის თავმჯდომარის არყოფნის დროს, მის მოვალეობას ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.
მუხლი 3 – კომისიის რეგლამენტი
- კომისიის წევრებს შორის ფუნქციას ანაწილებს კომისიის თავმჯდომარე და განსაზღვრავს კომისიის მუშაობის რეჟიმს.
- კომისიის მუშაობა შედგება, თუ სხდომას ესწრაბ წევრების ნახევარი.
- სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ თავმჯდომარე და დამსწრე წევრები. კომისიის წევრს აქვს უფლება მისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება სესაბამისი აღნიშვნა.
– 6 –
- კომისიის სხდომაზე საკითხის განხილვისას აუცილებელია ტელეკომპანიის იურისტის დასკვნა.
- ყველანაირი დოკუმენტაცის ინახება ტელეკომპანიის ადმინისტრაციაში დადგენილი წესით.
მუხლი 4 – კომისიის კომპეტენცია.
კომისია განიხილავს საჩივრებს შემდეგ საკითხებზე:
– ტელეკომპანიის პროგრამებში მოყვანილი ფაქტების უზუსტობის გამო წარმოქმნილი დავები;
-ფაქტების ზუსტი, მიუკერძოებელი და სამართლიანი გაუქების ვალდებულების დარღვევისას წარმოქმნილი დავები;
-კანონმდებლობით დადგენილი პროგრამული შეზრუდვების დაუცველობის გამო წარმოქმნილი დავები;
-ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-ოლიტიკური პროგრამების დადგენილ დროს განთავსებისა და აუდიტორიის ინფორმირების ვალდებულებების დარღვევები;
-ქცევის კოდექსით დადგენილი ეთიკური ნორმებისა და პროფესიული სტანდარტების დარრვევები.
მუხლი 5 – საჩივრების განხილვის ვადები
კომისიის მიერ საჩივრის განხილვა უნდა მოხდეს მისი წარდგენიდან 21 დღის ვადაში, თუ არ ხერხდება, დასაბუთებით ეცნობოს ყველა დაინტერესებულ მხარეს და გააგრზელოს საჩივრის განხილვის ვადა.
მუხლი 6 – საჩივრის წარდგენა
- საჩივრის განხილვა იწყება მომჩივანის (დაინტერესებული პირის) საჩივრის წარდგენით. საჩივარი უნდა იყოს წერილობითი ფორმის და სეიცავდეს:
-საჩივრის ავტორის ვინაობას, მისამართს, საინდიფიკაციო მონაცემებს და საკონტაქტო ინფორმაციას.
-მოთხოვნას და იმ გარემოებებს, რომელსაც ეფუძნება მოთხოვნები.
-საჩივრის წარდგენის თარიღს და საჩივრის ავტორის ხელმოწერას.
-არსებობის შემთხვევაში თანდართული დოკუმენტების ნუსხას.
– 7 –
- თუ საჩივარი შეაქვს დაინტერესებული პირის წარმომადგენელს, საჩივარს უნდა დაერთოს დადგენილი წესით დამოწმებული უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუენტი.
- საჩივრის განხილვა მიმდინარეობს ქართულ ენაზე. თუ დაინტერესებული მხარის დოკუმენტაცია შედგენილია არასახელმწიფოებრივ ენაზე, მხარე ვალდებულია კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტის სათანადოდ დამოწმებული თარგმანი.
მუხლი 7 -განხილვის პროცედურები
- საჩივრის განხილვის პროცესში არ უნდა მონაწილეობდეს რომელიმე მხარის რაიმეთი დაინტერესებული პირი.
- საჭიროების დროს შესაძლებელია კომისიის გადაწყეტილებით მოწვეული იქნენ ექსპერტები და მოწმეები.
- კომისიის თავმჯდომარე უფლებამოსილია სხდომა დაატოვებინოს წესრიგის დამრღვევს.
- სხდომაზე მხარეების მიწვევა ჩაითვლება კანონიერად მისთვის გზავნილის გაგზავნით ან პირადად ჩაბარებით. თუ რომელიმე მხარე არ დაეწსრება კომისიის ხდომას, თავმჯდომარე უფლებამოსილია ჩაატაროს განხილვა.
- კომისიის სხდომაბი საჯაროა, თუ არ არსებობს რომელიმე მხარის მიერ დასაბუთებულად მოთხოვნილი სხდომის დახურვა. სხდომის დახურვის თაობაზე გადაწყვეტილრბას იღებს კომისია.
მუხლი 8 -კომისიის გადაწყვეტილება.
- კომისია უფლებამოსილია მიიღოს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება:
-საჩივრის დაკმაყოფილებაზე,
-საჩივრის ნაწილობრივ დაკაყოფილებაზე
-საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
- კომისიის გადაწყვეტილებაში აღინიშნება:
-მისი მიღების დრო და ადგილი, მიმრებ პირტა ვინაობა და საჩივრის წარმომდგენი პირის ვინაობა.
-მტკიცებულებები, რომელთა საფუძველზე მოხდა დადგენილების გამოტანა.
-გადაწყვეტილების გასაჩირების ვადები
– 8 –
მუხლი 9 – გადაწყვეტილების გასაჩივრება
გადაწყვეტილებით უკმაყოფილო მხარეს საშუქნება აქვს 7 დღის განმავლობაში გაასაჩივროს კომისიის გადაწყვეტილრბა სააპელაციო კომისიაში, რომელიც იქმენა ტელეკომპანიის დირექციის გადაწყვეტილებით. სააპელაციო კომისიას შეუძლია უარი თქვას განხილვაზე და ძალაში დატოვოს თვითრეგულირების კომისიის გადაწყევტილება.
-სააპელაციო კომისიის მიერ საჩივრის განხილვა უნდა მოხდეს მისი წარდგენიდან 30 კალენდარულ დღეში.
სააპელაციო კომისია მოქმედებს საჩივრის განმხილველი კომისიის მუშაობის რეგულაციებით.
მუხლი 10 – დასკვნითი დებულება
წინამდებარე დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა შეიძლება განხორციელდეს ტელეკომპანიის დირექციის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე.