ფოთის ყოფილ მერს, ირაკლი კაკულიას, რომელიც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 2019 წლის 8 ნოემბერს დააკავა. ზუგდიდის საქალაქო სასამართლომ 8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
პატიმრობა მიესაჯა ირაკლი კაკულიასთან ერთად დაკავებულ რამდენიმე პირს: ზური ყურუას და ლევან ჩოჩია 7-7 წლით პატიმრობა მიესაჯათ, ხოლო ნიკოლოზ გრიგოლია – 2 წელი.
გამოძიება საჯარო მოხელეებს ფოთში სანაპირო ზოლის რეაბილიტაციის სამუშაოებზე რამდენიმე ათასი ლარის გაფლანგვასა და თანამდებობის ბოროტად გამოყენებას ედავება.