პარლამენტმა, პირველი მოსმენით, მხარი დაუჭირა პროექტს, რომლის გათვალისწინებით, ზამთრის პერიოდში, ავტომობილების ზამთრის საბურავებითა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით აღჭურვა სავალდებულო ხდება.
პროექტი შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა და წარადგინა. პროექტის მიხედვით, იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილ პერიოდსა (1 დეკემბრიდან 1 მარტამდე) და განსაზღვრულ ზონებსა და გზის მონაკვეთებზე გადაადგილებისას სატრანსპორტო საშუალების…