რატი ბრეგაძე

-„ბატონმა ხაზარაძემ განაცხადა, რომ სამწუხაროა ეს გადაწყვეტილება. ვეთანხმები, რა თქმა უნდა, მათთვის სამართალი, ზოგადად, არის სამწუხარო მოვლენა. მე მგონი, ყველა დარწმუნდა, მრავალ საერთაშორისო დავაში, იმის შესახებ, რომ სიმართლე არის ქართული სახელმწიფოს მხარეს.

სახელმწიფო ყველანაირად უწყობდა ხელს [ხაზარაძეს] ვალდებულებების შესრულებაში, თუმცა თავად არ ასრულებდა ამ ვალდებულებებს. შესაბამისად, თუკი მას პრეტენზია აქვს ვინმესთან, პორტის არ ან ვერ აშენებასთან დაკავშირებით, ეს რა თქმა უნდა, პირველ რიგში საკუთარ თავს და პარტნიორებს უნდა მოჰკითხოს!

ბატონი ხაზარაძე, როგორც უკვე ცნობილია, ქართული სახელმწიფოსგან 2020 წელს ითხოვდა მილიარდ-ნახევარი დოლარის გადახდას, რაც იმ დროისთვის იყო საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის 25%, ანუ მეოთხედი და საქართველოს ეკონომიკის 9%-ზე მეტი. თუ რა კატასტროფული ეკონომიკური და ფინანსური შედეგები მოჰყვებოდა ქვეყნისთვის მის გამარჯვებას, ვფიქრობ, ყველასთვის ცხადია. გაუგებარი და წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება ადამიანმა, რომელსაც პოლიტიკაში და ქვეყნის სამსახურში დეკლარირებულად ყოფნა სურს, მოსთხოვო სრულიად უსამართლოდ, შენს საკუთარ სახელმწიფოს მისი ბიუჯეტის მეოთხედი და ასეთი საფრთხის წინაშე დააყენო შენი მოსახლეობა. დასკვნის სახით კი ვიტყვი, რომ წარსულს ჩაბარდა ისეთი სახელმწიფო, რომელიც დაუშვებს ხალხის გაღატაკების, ეკონომიკის გაცამტვერების და ქვეყნის რეპუტაციის დაზიანების ხარჯზე ვინმეს უსამართლოდ გამდიდრებას, ან უკანონო და ქართველი ხალხის სურვილთან შეუსაბამო ინტერესების მზაკვრულად განხორციელებას. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო იცავდა, იცავს და მომავალშიც წარმატებით გააგრძელებს საქართველოს სამართლებრივი უსაფრთხოების დაცვას. გილოცავთ საქართველოს მორიგ დიდ გამარჯვებას.

Leave a Reply