რუბრიკა – ქალი პოლიტიკაში

გულიკო ზუმბაძე

 კოალიცია “ძლიერი საქართველო” – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის

-არჩევნებამდე სულ უფრო ცოტა დროა და ისევ მთავარ კითხვად რჩება – როგორ დავიცავთ ხმებს? ეს უნდა იყოს და ალბათ იქნება კიდეც, პოლიტიკური და სამოქალაქო სექტორის ერთობლივი სტრატეგიის ფარგლებში შემუშავებული გეგმა. როგორც ცნობილია, პოლიტიკური პარტიების დაჯგუფების პროცესი დასასრულს უახლოვდება და დღის წესრიგში სწორედ ეს თემა შემოდის. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამომრჩეველს უნდა გაუჩნდეს განცდა, რომ მათი ხმების დასაცავად ყველაფერი გაკეთდება. ასევე, თითოეული ამომრჩევლის პასუხისმგებლობაც ძალიან გაზრდილია. ხელისუფლება, საარჩევნო მანიპულაციისთვის, ახალ-ახალი მექანიზმების გამოგონებაზე ბევრ რესურს ხარჯავს, “ძლიერი საქართველოს” წარმომადგენლები ყოველ მათ მცდელობას ააშკარავებენ.

“აქილევსის ქუსლად” რჩება ამომრჩევლის სიით მანიპულაცია, რაც ნიშნავს იმას, რომ ის ვინც არ ან ვერ მიდის არჩევნებზე, გამოყენებული იქნას გასაყალბებლად, ანუ მის მაგივრად სხვამ მისცეს ხმა. დამოუკიდებლობის მთელი ისტორიის მანძილზე, სწორედ არჩევნებზე არმიმსვლელი ამომრჩევლები ხდებიან ხელშემწყობი წყარო არჩევნების შედეგების შეცვლისა ხელისუფლების სასარგებლოდ.

– რა არის ამ შემთხვევაში ის საშუალება, რაც შეუზღუდავს ხელისუფლებას გამოიყენოს აღნიშნული ბერკეტი სათავისოდ?

– პირველი, ეს არის რაც შეიძლება ბევრი ამომრჩევლის მისვლა ხმის მისაცემად. ეს არჩევნები ომია და იგებს მიზანდასახულობა, პატრიოტიზმი და ბრძოლისუნარიანობა. მეორე დაცვის მექანიზმი იქნებოდა შესაბამის კანონში ცვლილებების შეტანა, რის მიხედვითაც საჯარო იქნებოდა, ანუ გამოქვეყნდებოდა ცეესკოს საიტზე, უბნების მიხედვით, ვინ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა. ამით ხელისუფლება ვეღარ გაბედავდა, რომელიმე ამომრჩევლის ნაცვლად სხვას მიეღო არჩევნებში მონაწილეობა. სწორედ ამიტომ არ წამოვა მოქმედი ხელისუფლება ამ საკანონმდებლო ცვლილებებზე. თუმცა ამ თემის გააქტიურება და ღია მსჯელობა, ღირს.

ჩვენი და ჩვენი სამსობლოს ბედი წყდება, ეს ყველამ უნდა გავითავისოთ და განვეწყოთ გადამწყვეტი ბრძლისათვის – 26 ოქტომბერს!

 

 

Leave a Reply