შეხვედრა მთავრობასთან და აქცია კანცელარიასთან

სარესტორნე ბიზნესის წარმომადგენლები მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრებს ხვდებიან. შეხვედრას, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში მიმდინარეობს, ესწრება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძეც. ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები გარკვეული შეზღუდვების შემსუბუქების აუცილებლობაზე საუბრობენ და მთავრობას საკუთარ ხედვებს აცნობენ. ისინი ამბობენ, რომ უნდა გაიხსნას სამთო-სათხილამურო კურორტები, რესტორნები. მთავრობის ადმინისტრაციასთან კი აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებას ითხოვენ. … Continue reading შეხვედრა მთავრობასთან და აქცია კანცელარიასთან