ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1 226 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 688 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 10 გარდაიცვალა.
Stopcov.ge-ს მონაცემებით:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა – 30 0264
- გამოჯანმრთელებულია – 28 3557
- გარდაცვლილია – 3 981
- ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 27 995 მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 13 456, PCR ტესტით – 14 539.
- დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 4,38%, ბოლო 14 დღის – 3,55%,ბოლო 7 დღის – 4,37%
- კარანტინის რეჟიმში – 224
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 3 424
- კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 621
კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.
ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 143 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა 121 მილიონზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 3 მილიონზე მეტი.