უკვე რამდენი თვეა ფერმერ ქალთა ასოციაცია მთელი საქართველოს მასშტაბით შემაჯამებელ შეხვედრებს ატარებს იმ ბენეფიციარებთან, რომლებმაც პანდემიის დროს სხვადასხვა თემაზე დისტანციური ტრენინგები გაიარეს.

ასოციაციის ხელმძღვანელი ირინე ფხოველიშვილი ამბობს, რომ შეხვედრები გრძელდება და კახეთის შემდეგ მეწარმე-ფერმერების თხოვნით გამეორებით ჯერ სამეგრელოს, შემდეგ კი რაჭას ესტუმრება.

„ფერმერ ქალთა ასოციაცია, თავის საქმიანობას ახორციელებს მთელი საქართველოს მასშტაბით, მისი სამიზნე ჯგუფები არიან სოფლად მცხოვრები ქალები. მნიშვნელოვანია ასოციაციისთვის გენდერულად თანასწორუფლებიანი სოფლის მეურნეობის განვითარება და ამის მიღება შესაძლებელია სოფლად ქალთა ეკონომიკური მხარდაჭერით.

სოფლად მცხოვრები ქალების ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობას, აგროტურიზმის განვითარების ნიუანსებს და ჩვენი შეხვედრები არის 7 რეგიონში პროექტის ფარგლებში, ეს არის: რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი, ზემო სვანეთი, იმერეთი, გურია, მცხეთა-მთიანეთი, ქვემო ქართლი, კახეთი და სამეგრელო.

„ამ შეხვედრების და დისტანციური ტრენინგების დროს, თითოეული წარმატებული ფერმერი, გვიყვებოდა თავისი წარმატების ისტორიას, გამოცდილებას, რაც დამეთანხმებით და ძალიან მნიშვნელოვანია, დამწყებებისთვის.

ამ პროექტის ფარგლებში სოფლის მეურნეობის მიმართულებით, შევარჩიეთ მოწყვლადი ჯგუფის ქალები, ესენი არიან მცირეწლოვანი და მრავალშვილიანი დედები, მარტოხელები, ქვრივები, ან ვისაც სახლში ჰყავს შშმ პირი, ქმარი ან შეიძლება თვითონ იყოს ასეთი. საერთო ჯამში ჩვენ ცხრა მიმართულებით ჩავატარეთ ტრენინგი“, – განაცხადა CNews-სთან ირინა ფხოვერიშვილმა.

ფხოვერიშვილმა მადლობა გადაუხადა კახეთის გუბერნიას, მათ ხელმძღვანელ პირებს, რადგან რომ არა მათი აქტიური ჩართულობა, გაჭირდებოდა ამ ქალების შეკრება და ინფორმაციის მიწოდება. გაჭირდებოდა ტენინგებზე ინფორმაციის მიწოდება და საერთოდ ასოციაციის არაწევრი ქალების მოძიება.

„აგროტურიმს რაც შეეხება, ჩვენ კიდევ ბევრი რამ გვაქვს საკანონმდებლო მიმართულებით დასახვეწი. ერთ-ერთი არის აგროტურიზმის სამართლებრივი ბაზა. ძნელია როცა აკეთებ საქმეს და არ ხარ კანონით დაცული, ეს იმას ნიშნავს რომ მუდამ შიშის ქვეშ ხარ, თუ რა მოხდება ხვალ. შიშის ფაქტორი უნდა იყოს მოხსნილი და მეწარმე კანონით უნდა იყოს დაცული, საკუთარი თავისგანაც, სახელმწიფოსგანაც და საგადასახადო ინსტიტუციებისგანაც”, – განაცხადა ირინა ფხოვერიშვილმა.

Leave a Reply