ზვიად ტომარაძე

“ერი და სახელმწიფო”

ქოცებო! 9 წლისთავზე იმდენი მოახერხეთ, რომ:
1.100 000 კაცი მზად არის სეზონურ სამუშაოზე გერმანიაში წავიდეს;
2. რიონის ხეობა თურქულ კომპანიას მიჰყიდეთ;
3. საგარეო ვალი 31 მილიარდამდე გაზარდეთ;
4. ახალგაზრდობა მასიურად გაანარკომანეთ;
5. ხალხი აზარტული თამაშებით დაავადეთ;
6. საქართველოს მოსახლეობა საბანკო კაბალაში ჩაფალით, 67%-ს კრედიტი აქვს, რაც ისტორიული მაჩვენებელია და ერთ-ერთი მაღალია მსოფლიოში;
7. ლარი ისტორიულ მაქსიმუმზე გააუფასურეთ;
8. ქარხანა–ფაბრიკების გამართვაზე არ იზრუნეთ, რადგან არ გაწყობთ მწარმოებელი ქვეყანა, პირიქით სააკაშვილის მსგავსად მომხმარებელი სახელმწიფო გაწყობთ, ე. წ. სინგაპურიზაცია;
9. არ შექმენით სასურსათო უსართხოება, კიტრი და პომიდორი იორდანიიდან, თურქეთიდან და ირანიდან შემოგვაქვს;
10. ქართულ ბიზნესს ხელშეწობის მაგივრად, წიხლი დააჭირეთ;
11. გლეხკაცს ლამის შრომაზე ხელი ააღებინეთ, იმიტომ რომ იცის მაინც ვერ გაასაღებს მოწეულ საქონელს;
12. სადაც კი ჩვენთვის მიუღებელი კანონები იყო ყველაფერი მიიღეთ;
13. რამდენიმე ათასი კაცი ციხეში ფემინისტური კანონმდებლობის გამო გამოკეტეთ, ხოლო საამაყო ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი კინაღამ ფსიქოლოგიურად მოშალეთ;
14. ერთი რაგბის ოჯახი იყო დალაგებული და ხალხი იქაც ერთმანეთს დააპირისპირეთ;
15. განათლების სისტემა სრულიად მოშალეთ;
16. დემოგრაფიაზე არ იზრუნეთ, სამაგიეროდ პარლამენტში “გენდერული თანასწორობის საბჭო შექმენით” და მაგ მიმართულებით “პანდემიის” დროსაც კი გამალებული იმუშავეთ;
17. პარლამენტი საკუთარი ბიზნესების მფარველი ბიზნესმენებით გაავსეთ;
18. მინისტრებად არა საქმის პროფესიონალები, არამედ მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის მორჩილი ხალხი დანიშნეთ;
19. ახალგაზრდა თაობის უმრავლეობას ქვეყნის დატოვების სურვილი გაუჩინეთ;
20. თუმცა, ამ ყველაფრის მთავარი შემოქმედი ბიძინა ივანიშვილია და სწორედ ის არის პასუხისმგებელი! მიუხედავად იმისა, ამ ყველაფერს აძალებდნენ თუ თავისი ნებით აკეთებდა, შედეგი ორივე შემთხვევაში ერთია!

Leave a Reply