თბილისის მერმა კლინიკა დატოვა.

„პირველ რიგში, მადლობით მინდა დავიწყო. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც მგულშემატკივრობდა. მადლობას ვუხდი ექიმებს, ექთნებს, ვინც ჩართული იყო ჩემს გამოჯანმრთელებაში. აქვე მინდა დავასახელო რამდენიმე ექიმი – ბატონი ზურაბ ფაღავა, მამუკა ბოკუჩავა, ეკატერინე ხარხელი, ძალიან დიდი მადლობა მათ. ჯანმრთელობის მდგომარეობას რაც შეეხება, თავს უკეთესად ვგრძნობ, თუმცა გარკვეული დღეების განმავლობაში, სახლში უნდა გავაგრძელო მკურნალობა“, – კახა კალაძე.

Leave a Reply