,,ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატი, გიორგი კონდახაშვილი განცხადებას აკეთებს:

“ჩვენი პოზიციაა რა თქმა უნდა, რომ ნიკა მელიასთან მიმართებით ყველანაირი სახის აღკვეთი ღონისძიება გაუქმდეს და შეწყდეს მისი პატიმრობა. სასამართლო მომავალ პროცესზე, უკვე დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, ვინაიდან ეს არის 13 აპრილს ჩანიშნული და ძალიან მცირე დრო არის 17 აპრილამდე, სასამართლო შემდეგ არსებით სხდომაზე იმსჯელებს ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული პატიმრობის გაუქმების ან ძალაში დატოვების საკითხს, ამ პროცესს დაესწრება ბრალდებული ნიკა მელია, თუ სასამართლო დარჩება სამართლებრივ სივრცეში მას აუცილებლად მოუწევს ნიკა მელიას გათავისუფლება”, – თქვა გიორგი კონდახაშვილმა.

გარდა ამისა, მისივე თქმით, პატიმრობა პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება და ფიქრობს , რომ სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

Leave a Reply