საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ელჩის უკრაინაში დაბრუნებას ითხოვს.

ამის შესახებ პრეზიდენტმა განცხადება პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვითგამოსვლისას გააკეთა.

„არ მინდა 9 აპრილს, რომელიც ჩვენი დამოუკიდებლობის გამყარების დღეა, ეს სიტყვა დავასრულო და არ ვახსენო ჩვენი უკრაინელი მეგობრების დღევანდელი ბრძოლა; მათ არ გამოვუცხადო სოლიდარობა. მიმაჩნია, რომ დღეს ამ სოლიდარობის ნიშნად აუცილებელია, რომ სასწრაფოდ დავაბრუნოთ ელჩი კიევში“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

Leave a Reply