“მოძრაობა საქართველოს” წევრები აფხაზეთის ავტონომოიური რესპუბლიკის მთავრობის წინ აქციას მართავენ. მათი მოთხოვნაა გაუქმდეს 5-დღიანი კარანტინი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველებისთვის.

მათი განცხადებით, ტრაგედია, რომელიც რამდენიმე დღის წინ მოხდა სახელმწიფოს თანადგომის ნაკლებობის ბრალია. მთავრობა კი ამ დრომდე სირაქლემას პოზიციაშია.

“მოძრაობა საქართველოს” წევრები მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ. ადგილზე დაპირისპირებაა, სამართალდამცავები აქტივისტებს შენობაში არ უშვებენ.

პოლიციამ დაპირისპირების დროს 2 აქტივისტი, კვეკვესკირი და დიღმელაშვილი დააკავა.

 

Leave a Reply