შალვა პაპუაშვილმა განცხადება გააკეთა ნიკა მელიას პატიმრობასთან დაკავშირებით. მან თქვა, რომ მის პატიმრობაში ბრალი ოპოზიციას მიუძღვის.

“სასამართლო კანონიერ ფარგლებში წარიმართება. ჩვენი წინადადება იყო, რომ ამნისტია გამოგვეცხადებინა 20 ივნისთან დაკავშირებით და ამას არ დათანხმდნენ ჩვენი ოპონენტები ასე, რომ თუკი ვინმე წვლილი მიუძღვის იმაში, რომ როგორც ნიკა მელიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა მიმდინარეობს, ასევე იმ რამდენიმე ადამიანის წინააღმდეგ, რომელსაც საერთოდ არ ახსენებენ თვითონ, არადა იმ საღამოს იყენებდნენ თვითონ ამ ძალადობისთვის, ის, რომ ეს საკითხები არაა გადაწყვეტილი მათ ოპოზიციას მიუძღვის ბრალი” – განაცხადა „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა.

Leave a Reply