დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა , პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ აღდგომის დღესასწაულზე მოსახლეობას შეუძლია საფლავებზე გასვლა, თუმცა იქ ქეიფისგან თავი უნდა შეიკავონ.

„საფლავზე ჩვეულებრივად გავიდეთ, როგორც წესი და რიგია, პატივი მივაგოთ ჩვენი მიცვალებულების ხსოვნას, მაგრამ საფლავზე ქეიფი საჭირო არ არის. სუფრები არა მარტო საფლავზე ვნახეთ ხომ? ჯერჯერობით, არც ეკლესიურად, არც ეპიდემიოლოგიურად თუ სხვანაირი გაგებით, საფლავზე ქეიფის მოწყობა მიზანშეწონილად არ მიმაჩნია“,-განაცხადა იმნაძემ.

Leave a Reply