“ქართული ოცნების” დეპუტატის, გურამ მაჭარაშვილის აზრით, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია ოპოზიციამ დილემის წინაშე დააყენა. მისი შეფასებით, “ლელოს” ინიციატივა, რომ ევროპარლამენტარები მელიას თავდებში ჩაუდგებიან შეთანხმების დოკუმენტს ეწინააღმდეგება.

მაჭარაშვილის ამბობს, რომ ნიკა მელიას საკითხი არ არის პრიორიტეტული არა მხოლოდ ქართული საზოგადოებისთვის, არამედ საერთაშორისო პარტნიორებისთვის იმ დონეზე “თუ თავად არ მიიღებს გადაწყვეტილებას”.

-“ამ შემთხვევაში, ნიკა მელია დილემის წინაშე დააყენეს – გამოვა ვაია, არ გამოვა – ვუია”-აცხადებს უმრავლესობის დეპუტატი.

Leave a Reply