რუსთავის ციხეში ნიკა მელიას ადვოკატები ხვდებიან. ადვოკატი გიორგი კონდახაშვილი აცხადებს, რომ ეს მორიგი ვიზიტია და გირაოს თანხმობის ან რაიმე დოკუმენტზე ხელმოწერა არ იგეგმება.

“ნიკა პოზიცია ძალიან კარგად არის ცნობილი ყველა საკითხზე, მათ შორის გირაოზე და ყველა იმ თემაზე, რომელიც დღემდე იყო გაჟღერებული. ახლა არის ჩვენი ჩვეულებრივი, მორიგი შეხვედრა და რაღაცა აბსოლუტურად გაუგებარი მოლოდინები იქმნება, ამიტომაც დეტალებზე ვერ დაგელაპარაკებით. ჩვენ ჩვეულებრივად უნდა შევხვდეთ ჩვენ მეგობარს, რომელიც არის უკანონო პატიმრობაში და დეტალებზე შეხვედრის შემდგომ მოგახსენებთ”-ამბობს ადვოკატი.

Leave a Reply