Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 40 275 კვლევა ტესტით, მათ შორის 27 699 კვლევა ანტიგენის ტესტით და 12 576 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1409 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  325665-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 11 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.5 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 5.82%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 5.48%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1256  პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 304 935-მდე.

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 27 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 363 პირი ემსხვერპლა.

Leave a Reply