ირაკლი კობახიძის  განცხადებას “ნაციონალური მოძრაობის” პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით  ხატია დეკანოიძე გამოეხმაურა. პარტიის წევრმა განახადა, რომ ირაკლი კობახიძის განცხადებებმა უკვე დიდი ხანია დაკარგა ადეკვატურობა.

“მოვისმინე დღეს ირაკლი კობახიძის განცხადება. დიდი ხანია ადეკვატურობა დაკარგა ბატონი კობახიძის განცხადებებმა, მაგრამ ერთი რამ მინდა მას შევპირდე, “ნაციონალური მოძრაობა” მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც არ უნდა კობახიძეს, ივანიშვილს და სხვა მის მსახურებს. ძალიან მალე იქნება ასეთი გადაწყვეტილება, რადგან ჩვენი პარტია ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიაა და წარმოიდგინეთ, რამდენად სუსტი იქნება ოპოზიცია პარლამენტში ამ რეალობაში, თუნდაც გარადამავალ პარლამენტში “ნაციონალური მოძრაობის” გარეშე. ამიტომ ვპირდები კობახიძეს, მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომელიც არ უნდა მას, რომ ჩვენ მივიღოთ”, – აცხადებს დეკანოიძე.

Leave a Reply