ქარველები, რომლებიც გერმანიაში გაუსაძლის პირობებში მუშაობენ.

სამ თვიანი სამუშაო კონტრაქტით წასული 54 ქართველი გერმანიაში გაუსაძლის პირობებში აღმოჩნდა, დამსაქმებლებმა მათ იმედები გაუცრუეს. 24 ადამიანისგან შემდგარ ჯგუფს ღამის გათევა 24 კვადრატულ ბინაში უწევთ, სადაც საშინელი ანტისანიტარია და ცხოვრებისათვის შეუძლებელი პირობებია.

 

მოცემული პირობების გარდა დასაქმებულებს იმ კონკრეტულ ანაზღაურებასაც არ უხდიან, რაც მათ კონტრაქტში უწერიათ, მათთვის ცნობილი იყო, რომ კვირაში 6 დღე იმუშავებდნენ და საათობრივი ანაზღაურება 9,5 ევროს ოდენობის იქნებოდა, თუმცა ადგილზე ჩასულებს ანაზღაურებაც და სამუშაო საათებიც შეუმცირეს, როგორც დასაქმებულებმა მედიას განუცხადეს, მათი შემოსავალი 3 ევრო იყო და დღეში 4 საათი ამუშავებდნენ.

ქართველების სამუშაო დღე დილის 6 საათზე იწყება და როგორც ისინი აცხადებენ, საკვებს საღამოს 8 საათზე ღებულობენ.

დასაქმებულმა ქართველებმა დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს და გერმანიაში საკონსულოს მიმართეს, თუმცა 10 დღის განმავლობაში რეაგირება არ ყოფილა,ხოლო გაუსაძლისი პირობების გამო, რამდენიმე ქართველმა სახელმწიფოს დახმარებით მიღებული სამუშაო უკვე დატოვა. მოტყუებული ქართველების მდგომარეობა შეუძლებლად მიაჩნიათ სპეციალისტებს, პასუხისმგებლობას დასაქმებაში მონაწილე ორივე მხარეს აკისრებენ და საქმის დეტალური მოკვლევის აუცილებლობაზე საუბრობენ.

არანორმალურ კი არა ძალიან დამამცირებელ გარემოში მუშაობს ეს ხალხი და შეიძლება კონტრაქტის პირობების შეუსრულებლობასთან გვქონდეს საქმე, უბრალოდ სახელმწიფო მყისიერად უნდა ჩაერიოს ამ საქმეში, რადგან სწორედ მისი დასაქმების სააგენტო იყო კომუნიკატორი”-ამბობს ირაკლი პეტრიაშვილი

ასევე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამა წლის თებერვალში ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გამოაცხადა, რომ საქართველოსა და გერმანიის მთავრობებს დადებული ხელშეკრულების თანახმად, გერმანიის შრომის ბაზარე საქართველოს მოქალაქეები სამი თვის ვადით ლეგალურად დასაქმდებოდნენ

Leave a Reply