გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ ენმ-ს წევრებს შესაძლოა პარლამენტში საბოტაჟის ჩამოყალიბების  სურვილი გაუჩნდეთ.

„საზოგადოება ელოდება კონსტრუქციულ მსჯელობას და კონსტრუქციული მსჯელობა არ ნიშნავს, რომ მწვავე მსჯელობა არ უნდა იყოს, მაგრამ თავად ყოფილი პარტიელებიც გარკვეული ინტელექტუალური რესურსის დეფიციტს აღნიშნავენ ამ შემადგენლობაში. იმედი ვიქონიოთ, რომ ბოლოს და ბოლოს გაითვალისწინებენ, რა უნდა ჩვენს ქვეყანას და რა პრობლემები არსებობს მის წინაშე, როგორ შეიძლება ეს პრობლემებიც დაიძლიოს. ვიმუშაოთ, პარლამენტი არ უნდა იქნეს გამოყენებული დესტრუქციისთვის. ქუჩიდან ვერ მოახერხეს დესტრუქცია, ახლა შეიძლება, გაუჩნდეთ სურვილი, რომ შიგნით პარლამენტში ჩამოაყალიბონ მუდმივად საბოტაჟის რეჟიმი, რაშიც კარგად არიან გაწაფულები“ – განაცხადა გია ვოლსკიმ.

Leave a Reply