როგორი იქნება საარჩევნო რეფორმის საბოლოო რედაქცია სავარაუდოდ დღეს, 17 მაისს გახდება ცნობილი. მმართველი პარტია, ოპოზიციასთან დასკვნით შეხვედრას პარლამენტში 17:00 საათზე გამართავს.

მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიცია ამბობს, რომ ცესკოს თავმჯდომარის მოადგილედ ოპოზიციონერი უნდა დაინიშნოს. “ქართულ ოცნებაში” კი ამბობენ, რომ ოპოზიციურ პარტიებს შორის გარკვეულ საკითხებზე შეთანხმება შიგნითაც არაა მიღწეული.

გადაწყვეტილება მხარეებმა მოკლე დროში უნდა მიიღონ, რადგან შემუშავებული დოკუმენტი მიმდინარე კვირას ვენეციის კომისიას უნდა გადაეგზავნოს.

Leave a Reply