საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადება გააკეთა. მან თქვა, რომ, რადგანაც ოპოზიცია არჩევნების შედეგების გადამოწმებას თავს არიდებს ეს მეტყველებს იმაზე, რომ ისინი დარწმუნდნენ საკუთარი ბრალდების სიმცდარეში.

„ყველა მხარის ჩართულობა არის მნიშვნელოვანი, გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის არჩევნების შედეგების გადამოწმების კიდევ ერთი ბერკეტი, თანაც ძალიან ქმედითი. ოპოზიცია ამ ბერკეტს თავს რომ არიდებს, კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ ისინი თავადაც დარწმუნდნენ საკუთარი ბრალდებების სიმცდარეში. ისინი მუდმივად ამტკიცებდნენ, რომ არჩევნები იყო გაყალბებული. თანდათან თავადაც დარწმუნდნენ, რომ არჩევნები არ იყო გაყალბებული. აქედან გამომდინარე, თავის არიდება ხდება გადამოწმების ნებისმიერი შემოთავაზებისთვის, ეს არის საერთო სურათი. თუმცა ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ყველა საკითხს ჩავეძიოთ, რაც ბრალდებებს უკავშირდებოდა. ამისათვის მუშაობს საგამოძიებო კომისია“,- განაცხადა კობახიძემ

Leave a Reply