საქართველოს პარლამენტის თავჯდომარე, კახა კუჭავა ბრიუსელში  ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის (AFET) თავმჯდომარეს, დევიდ მაკალისტერს შეხვდა.

„ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე ჩვენი ქვეყნის დიდი მეგობარია. ის დაიმედებულია იმ პროცესებით, რომელსაც აკვირდება და კარგად არის გათვითცნობიერებული მიმდინარე საკითხებში. მას სურვილი აქვს, რომ ისეთივე პროგრესი ვაჩვენოთ, როგორც ბოლო კვირების განმავლობაში – შევძელით, დაგვემტკიცებინა ევროპისთვის, რომ ვართ პროდასავლური, ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული დემოკრატია. 2024 წლისთვის განცხადების წარდგენის კუთხით, ნამდვილად გვაქვს მხარდაჭერა არა მხოლოდ მისგან, არამედ ყველა პოლიტიკური ჯგუფისგან“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ კახა კუჭავამ.

Leave a Reply