„ევროპული საქართველოს“ თავჯდომარემ, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ პარტია პარლამენტში არ შედის. ამის შესახებ მან პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

“ამ საკითხზე თითქმის ერთსულოვნად, პარტიის პოზიცია არის, რომ ევროპულმა საქართველომ, ამ პოლიტიკურად არალეგიტიმურ პარლამენტში, არ უნდა მიიღოს მონაწილეობა, ამიტომ ევროპული საქართველო იმ ორ მანდატს, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს არ გამოიყენებს.

სამწუხაროდ, ტარიელ ნაკაიძესთან ამ საკითხში განსხვავებული აზრი გვქონდა…. ჩვენ რადგან პოლიტიკურად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ პარლამენტში არ მივიღებთ მონაწილეობას, ჩვენი პოლიტიკური გზები ამ მომენტში, ამ საკითხზე გაიყო და ის ამ პარლამენტში ევროპულ საქართველოს არ წარმოადგენს”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

 

Leave a Reply