„ევროპული საქართველოს“ ყოფილმა წევრმა, ტარიელ ნაკაიძემ განაცხადა, რომ იგი ეთანხმება „ ევროპული საქართველოს“ პოზიციას  პარლამენტში არ შესვლასთან დაკავშირებით. ამასთანავე  მან განაცხადა ისიც, რომ  იგი დამოუკიდებლად შედის პარლამენტში.

„პირველ რიგში, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო „ევროპულ საქართველოს“, რადგან მომეცა საშუალება, მე პარლამენტში მოვხვედრილიყავი და შესაბამისად, ამ გუნდთან ერთად ძალიან სერიოზული გამოცდილება მივიღე. ველოდებოდი პოლიტსაბჭოს შეხვედრას, მეც საბჭოს წევრი ვარ. პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებას, რომ პარლამენტში არ უნდა შევიდეს, ვემხრობი, თუმცა ის წარმომადგენლობა, რომელიც ამ შემთხვევაში მე მაქვს უმცირესობებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით რელიგიურ თუ ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებით და ჩემ მიერ ბოლო პერიოდში წარმოებული გამოკითხვები მაძლევს იმის საფუძველს, რომ მე ვიყო პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი. რა თქმა უნდა, არ და ვერ წარმოვადგენ „ევროპულ საქართველოს“, თუმცა ეს არის ისტორიული ნაბიჯი, ისტორიული სვლა საქართველოს პარლამენტის რეალობაში და „ევროპულ საქართველოს“ ამ მიმართულებით ექნება საკუთარი ადგილი.

მე ვეცდები, მაქსიმალურად წარმოვადგინო ის თემები, რომელიც აქამდე ნაკლებად განიხილებოდა პარლამენტში“ – განაცხადა ტარიელ ნაკაიძემ.

შეგახსენებთ, რომ პარტია „ევროპულმა საქართველომ“  პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადა.

Leave a Reply