„ლელოს“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ კომიტეტების გადანაწილება ძალაუფლების გადანაწილების კომპონენტია. მისი თქმით, კრიზისამდე სწორედ იმის გამო მივედით, რომ  მთელი ხელისუფლება კონცენტრირებულია ერთი ძალის ხელში.

„ყოველთვის იყო კრიზისის წყარო, როცა ერთი პარტია ცდილობდა ძალაუფლების მონოპოლიზებას. ევროკავშირის მოდერაციით მიღებულ დოკუმენტში არის გაწერილი პრინციპი, თუ როგორ უნდა მოხდეს ძალაუფლების გადანაწილება, მაგრამ ვიდრე არ გვყავს ოპოზიციურ ფლანგზე პარლამენტში სრული შემადგენლობა, კომიტეტების ოპოზიციისთვის გადაცემის საკითხის განხილვა არ იქნებოდა მართებული და კორექტული ოპოზიციონერ კოლეგებთან მიმართებაში. მათ შემოსვლას ველოდებით და ერთად განვიხილავთ, თუ როგორ უნდა მოხდეს, ამ პუნქტის რეალიზება, რაც ეხება ძალაუფლების გადანაწილებას“ – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

Leave a Reply