მიშა ხაჩიძე

ჟურნალისტი

მსგავსი რამ ევროპას ათეული წლებია არ ახოვს. დასავლელი ექსპერტები ფაქტს სახელმწიფოებრივ ტერორიზმად აფასებენ;
ბელორუსის დიქტატორმა ლუკაშენკომ დაბალბიუჯეტიანი ავაკომპანია Ryanair-ის ლაინერი, რომელიც ათენიდან ვილნიუსში მიფრინავდა, აიძულა მინსკში დამჯდარიყო, რათა ბორტზე მყოფი ბელორუსი ოპოზიციონერი ჟურნალისტი ჩამოეყვანათ და დაეჭირათ.
როგორც ირკვევა, ათენიდან თვითმფრინავის ბორტზე KGB-ს აგენტები ავიდნენ, რომლებმაც ფრენისას უკვე
ეკიპაჟის წევრებზე მუქარა განახორციელეს, სიტყვიერი და ფიზიკურიც.
ევროპა შოკშია, მაგრამ შოკში ყოფნა რომ არაფერს შველის, ყველამ იცის…
KGB-ს აგენტებმა რომლებიც ბორტზე ათენში ავიდნენ, ლაინერში განგაში ატეხეს ბომბის არსებობის შესახებ , ეკიპაჟის წევრებს ფიზიკურად გაუსწორდნენ და აიძულეს ლაინერი მინსკში დაეშვათ.
ბორტზე ბომბი არ აღმოჩნდა, მგზავრები შემოწმებაზე გადაიყვანეს, დიქტატორის კრიტიკოსი ჟურნალისტი დააკავეს და ადგილიდანვე გაიტაცეს.
ერთი კარგი ისრაელური ფილმის სცენარივითაა; იქ ებრაელი აგენტები მიფრინავენ სადღაც, ლაინერში რაღაც ხარვეზი აღმოჩნდება და ავარიულად ირანში სვამენ. ეს მოსადის აგენტები ბორტგამცილებლებს ეუბნებიან, ჩვენ ებრაელები ვართ, ირანში დაგვხოცავენო, არავინ დაუჯერა და რეჟიმის ტყვეობაში ასე აღმოჩნდნენ. მათ კი ისრაელი ირანიდანაც გამოაპარებს მერე მაგრამ, აი ამ საწყალ ჟურნალისტს იმედია ლუკაშენკო ავადმყოფს არ მოაკვლევინებენ!

Leave a Reply