ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ აქციის მონაწილეებს მთავრობამ შესთავაზა დიალოგი და მთავრობამ გააკეთა ყველაფერი, რათა მოქალაქეებისთვის მაქსიმალური ინფორმაცია მიეწოდებინა.

-ჩემი პოზიცია ასეთია-მზაობა იყო, არის და გაგრძელდება ჩვენი მხრიდან. ჩვენ ასევე შევთავაზეთ პროტესტის მონაწილეებს შესაბამისი დიალოგის ფორმატი, არაერთი მცდელობა იყო ჩვენი მხრიდან, ჩემი პირადი წარმომადგენელიც ჩავიდა რეობაში, ჩართულია სამინისტროები, ევროკავშირის წარმომადგენელი სპეციალისტებიც მოვიწვიეთ, რომელიც კიდევ ერთხელ დეტალურად შეისწავლის ამ პროექტის ყველა ნიუანსს და ყველა დეტალს, გარემოზე ზემოქმედების ეფექტებს. დავავალე იუსტიციის სამინისტროს დამოუკიდებელი იურიდიული კომპანიის მიერ მოხდეს ამ ხელშეკრულების დეტალების შესწავლა. აქედან გამომდინარე კითხვები არ უნდა არსებობდეს.

თვის ბოლოს მე ვხვდები კომპანიის დამფუძნებელს, რომელიც ეწვევა თბილისს. მე თავად ვარ ჩართული და მსურს გავერკვიო დეტალურად რაიმე საწინააღმდეგო არ იყოს ამ ხელშეკრულებაში.

რაც შეეხება ულტიმატუმის ენით საუბარს, ეს კატეგორიულად მოუღებელია, ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ ულტიმატუმით საუბარი ბნელი 90-ანი წლების გადმონაშთია. სახელმწიფო იმართება კანონით. ვინც გადავა კანონს, სახელმწიფოს ექნება შესაბამისი რეაგირება.

 

Leave a Reply