პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა ადასტურებს, რომ მასსა და რიონის ხეობის მცველებს შორის ნამდვილად იყო კომუნიკაცია, ის მზადყოფნას გამოთქვამს, რომ პროტესტის მონაწილეებს შეხვდეს და მოისმინონ რამდენად შესაძლებელია დისკუსიაში პარლამენტი ჩაერთოს.

“დილით 10 საათზე ერთ-ერთ ღონისძიებაზე ვიყავი, სადაც ჟურნალისტებთან კითხვის დასმის შემდეგ გამიჩნდა სურვილი და ჩემი აპარატიდან დაუკავშირდნენ შეხვედრასთან დაკავშირებით ვარლამ გოლეთიანს. ძალიან მარტივი მიზეზით, რომ გამოეცნო და რეალურად მომესმინა რამდენად არის და ისინი ხედავენ საშუალებას, რომ პარლამენტი ჩაერთოს ამ დისკუსიაში, შეიქმნას სპეციალური ჯგუფი და ძალიან მოკლე ვადებში მოხდეს პოზიციებს დაახლოება, ან იქნებოდა შეთანხმება მიღწეული ან არა მაგრამ რაც ყველაზე მთავარია ეს პროცესი ყოფილიყო საჯარო.

ჩემი კარები ყოველთვის ღიაა, თუ მათ სურვილი ექნებათ, მე შემიძლია შევხვდე რამდენი ადამიანიც შედგება, რომ კონსტრუქციული საუბარი შედგეს”-განაცხადა კუჭავამ.

დაგვიკავშირდა პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა და შემოგვთავაზა შეხვედრა

Leave a Reply