ანი წითლიძე

-პანკისში ჩასვლა პოლიტსაბჭოს სხდომამდე მქონდა გადაწყვეტილი, როგორც ჩვეულებრივ ტურისტს რომელიც არასოდეს ყოფილა ამ უმშვენიერეს ადგილას. შემდეგ მივხვდი რომ მხოლოდ დასვენება უკვე აღარ გამომივიდოდა და ხვალიდან ძალიან ბევრ ადგილობრივ ადამიანს ვნახავ საინტერესო ისტორიებით, მოვისმენ მათ პრობლემებს და ვეცდები ამ პრობლემების მოგვარებისთვის ვიბრძოლო.
რატომ პანკისი? სანამ პანკისს მოვიფიქრებდი თვალი გადავავლე სად მინდოდა წასვლა და მივხვდი რომ ვეძებდი რაღაცას განსხვავებულს და ასევე ძალიან ახლობელს და მშობლიურს. ადგილს სადაც ყველაზე მეტად სჭირდებოდათ ჩვეულებრივი ქართველი გოგოს ყურადღება და სიყვარული. არ ვიცი ეს რამოდენიმე დღე როგორ გამომივა ეს ყველაფერი, წესებს ჯერ კიდევ ვსწავლობ და ძალიან ვცდილობ არ შევცდე მაგრამ აქაურობა მე უკვე მიყვარს. გზა პანკისამდე განსაკუთრებით სოფელი მატანი (ქაქუცა ჩოლოყაშვილის სოფელია) იმდენად ამაღელვებელი იყო ჩემთვის ბევრი ვერაფერი დავიმახსოვრე. დაბნეული ჩამოვედი მანქანიდან და ჩემს უსაყვარლეს ქისტ მასპინძლებს მივესალმე: სალამ ალეიქუმ . ალექიუმ სალამ – მიპასუხეს მათ და მიმითითეს რომ სახლში შესვლამდე ფეხსაცმელი უნდა გავიხადო და სხვა ჩავიცვა. ჩვენ აქ სხვანაირად ვესალმებით გასწავლი მითხრა ღიმილით ჩემმა მასპინძელმა და ჯერ უშედეგოდ ცდილობს დავიმახსოვრო:)
მოკლედ, პანკისის ხეობის შემოვლას ვაპირებ ფეხდაფეხ.
რამოდენიმე დღე მე ქისტი პანკისელი გოგო ვარ, რომელიც ეცდება ყველა პანკისელის სატკივარი მოისმინოს.
აქვე შეგახსენებთ, რომ ანი წითლიძე უკვე საქართველოს პარლამენტის დეპუტატია ენმ-ს სიით.

Leave a Reply