გია ხუციშვილი

“ოცნების” ყოფილი აქტივისტი

მე წინა ხელისუფლებიდან განსხვავებით, „ოცნებასთან“ აქტიურად ვთანამშრომლობდი, მაგრამ პარტიის წევრი არ ვიყავი, ისე ვეხმარებოდი.

ვაკის ოფისის უფროსმა გოჩა პაპუნაშვილმა მადლობაც კი გადამიხადა, მერე მთხოვეს და გავხდი პარტიის წევრი.

ახლა რომ ვუყურებ ამათ მოქმედებას, შთაბეჭდილება შემეცვალა,  მე ჩემი ქვეყნის პატრიოტი ვარ, აქ დავიბადე, გავიზარდე და აქ უნდა დავლიო სული, სწორედ ამიტომ ვთქვი უცხოეთში გადასვლაზე უარი.

„ოცნებასთან“ ურთიერთობა ოფისის დატოვებამდე 3 თვით ადრე დამეძაბა, ახალგაზრდებს დაჰპირდნენ სამსახურებს, მერე ზურაბიშვილის არჩევნების მეორე ტური რომ იყო, ახლა გვერდით დაგვიდექით კიდევ ერთხელ და ნამდვილად ავასრულებთ დაპირებასო, ისიც კი თქვეს, დიდი შეცდომა იყო ნაციონალები რომ დავასაქმეთო, რა, ნაციონალები ხალხი არ არის? ე.ი. ამათ მხარეს თუ არ ხარ, მტერი ხარ?!. იმას თავის აზრი აქვს, მე ჩემი და ამით რა, მტრები ვართ? „ოცნებამ“ ისეთი სტანდარტი დანერგა, აუცილებლად მაგათკენ უნდა იყო. მოკლედ, მოატყუეს ახალგაზრდები!

როცა ოცნებას სჭირდები, მოგელაქუცება-დაგვიდექი და მერე, მორჩა, ავიწყდება ეს ადამიანები. ვუთხარი თქვენიანებისთვის ვერ მიგიხედიათ და ქვეყანას მიხედავთთქო? მერე იყო გავრილოვის ღამე, რაც დანაშაული იყო, ამიტომ დავუწერე განცხადება და წამოვედი…

შეიძლება 8 წელი მართავდე ქვეყანას და ვერ დაადგა საშველი? მილიონები იშოვეს, რომ არ ვიცნობდე, სხვა ამბავია…არ ვიტყოდი… ბევრს ვიცნობ გამოხეული ჯიბით დადიოდა და დღეს არიან მილიონრები

ივანიშვილს რომ კარგი უნდოდა ქვეყნისთვის, ორი აზრი არაა, მაგრამ გარშემო შემოიკრიფა ისეთი ხალხი, თვითონ ვეღარ აკონტროლებს სიტუაციას.

გავრილოვის ღამეს დამაპატიმრეს, სულ 29 ადამიანი დაგვაკავეს, მერე გაჭრა ჩემმა ხრიკმა და გამომიშვეს, აქ ძმის გავლენა არაფერ შუაშია, ზაზა უკვე წამოსული იყო პარლამენტიდან.

Leave a Reply