ელენე ამაშუკელი

მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე სასაუბროდ პარტია “მომავალი საქართველოს” ლიდერს, გიორგი ლაღიძეს გავესაუბრეთ.

თუ შეგიძლიათ გვესაუბროთ მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე, რომლებიც ამ უახლოეს დღეებში განხორციელდა, რამაც საზოგადოების ყურადღება მიიპყრო ? აქვს თუ არა კავშირი ბიძინა ივანიშვილს კვლავ ქართულ პოლიტიკასთან?

“ დიახ, გუშინ გავრცელდა ბიძინა ივანიშვილის განცხადება საჯაროდ, რომელშიც იგი აკეთებს გარკვეულ აქცენტებს პოლიტიკურ პროცესებთან და გახარიას პრემიერობიდან გადადგომასთან დაკავშირებით. ის მითი თუ ვინმეს ჯეროდა, რომ ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნებიდან და ზოგადად პოლიტიკიდან არის დისტანცირებული, რამდენიმე თვის წინ დაინგრა.  ფაქტია, რომ იგი ისევ აქტიურად არის ქართულ პოლიტიკაში და საჭირო დროს, საჭირო მომენტში აკეთებს აქცენტებს, განცხადებებს და აფასებს პოლიტიკურ მოვლენებს.“

გახარია ოპოზიციონერის ამპულაში გვევლინება, რისი თქმა შეგიძლიათ მის პოლიტიკურ განცხადებებზე ?

“ რაც შეეხება გახარიას ფაქტორს, დიახ, დღეს მის პოლიტიკურ განცხადებებთან დაკავშირებით, ქართულ საზოგადოებაში არსებობს აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა ფაქტი არის ერთი, რომ გახარიამ გააკეთა პოლიტიკური განაცხადი, ის შემოვიდა ქართულ პოლიტიკაში და ჩვენ პოლიტიკურმა სპექტრმა, მათ შორის საზოგადოებამაც უნდა მივიღოთ ის მოვლენა, რომ გახარია ოპოზიციონერის ამპლუაში გვევლინება.“

როგორ შეაფასებდით მის მოღვაწეობას ახალ ამპლუაში? როგორი იქნება მისი კონკურეცია ხელისუფლების წინააღმდეგ და სხვა ოპოზიციური პარტიებისთვის?

“ როგორ შეფასდება მისი მოღვაწეობა ახალ ამპულაში, ცალკე თემაა საერთო ჯამში ჩვენ შეგვიძლია ამ თემას მივცეთ შემდეგი სახის შეფასება, რომ გახარია ამ მოცემულ შემთხვევაში ითამაშებს უფრო ოპოზიციისთვის შესაფერის როლს, ვიდრე ხელისუფლებისათვის. მოგეხსენებათ არსებობს ჩამკეტი მექანიზმი, ადგილობრივ თვითმართველობის არჩევნებთან ერთად ტარდება ასევე პლეპისციტიც  და თუ მართველმა გუნდმა ვერ აიღო საჭირო ხმების რაოდენობა, ქვეყანაში უნდა გაიმართოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. მოცემულ შემთხვევაში გახარიას გუნდი „ინადირებს “ ამომრჩეველზე და ხელისუფლებასაც და სხვა ოპოზიციასაც წაართმევს გარკვეულ ხმებს. თუ ამ კუთხით მივუდგებით გახარიას პოლიტიკაში შემოსვლას, დიახ! ის ხელისუფლებისათვის არის საზიანო, აქედან გამომდინარე არ უნდა გაგვიკვირდეს მის მიმართ წარმოქმნილი თავდასხმები ხელისუფლებისგან.  “

როგორ ფიქრობთ მისი ყოფილი თანამდებობიდან გამომდინარე, უნდა გავმიჯნოთ თუ არა ქართული ოცნებისგან? ჩვენ ვიცით, რომ გახარიას თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში საკმაოდ ბევრი და მნიშვნელოვანი მოვლენა განხორციელდა, უნდა აარიდოს თუ არა თავი მან და მისმა ჯგუფმა ამ მოვლენებსა და პროცესებს?

“ პრემიერ მინისტრის რანგში, იგი არ უნდა გავმიჯნოთ ქართული ოცნებისგან. წლების განმავლობაში რაც გახარია პრემიერ მინისტრის თანამდებობაზე იყო, რა პროცესებიც ვითარდებოდა ქვეყანაში, რა პროცესებსაც ახორციელებდა ქართული ოცნება, ამ ყველაფერზე მათ შორის გახარიაც იყო პასუხისმგებელი. რაც არ უნდა მოინდომოს მისმა გუნდმა, მისი დისტანცირება ამ პროცესებიდან ვერ მოხდება და არც უნდა გაექცეს ამ პასუხისმგებლობას.

როგორ შეაფასებდით ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში ყოფნას. ჩვენ გვახსოვს, რომ მან მოიყვანა მარგველაშვილი, შემდეგ კვირიკაშვილი, ღარიბაშვილი და ასევე გახარიაც, კარგად გვახსოვს თუ როგორი სიტყვებით შეამკო, როდესაც თანამდებობაზე დანიშნა, ფაქტობრივად მისი მოყვანილი ყველა პოლიტიკოსი განუდგა და გვესმის სალანძღავი სიტყვები.

“ ბიძინა ივანიშვილი ფაქტობრივად თამაშობს წაუგებელ თამაშს, ის აკეთებს განცხადებებს მაშინ როდესაც თვლის საჭიროდ, მას აქვს დეკლარილებული განცხადება დაწერილი, რომ წასულია პოლიტიკიდან, თმცა იგი არის თავისუფალი მოქალაქე და განცხადებების გაკეთებას მას ვერავინ დაუშლის. ყველამ კარგად ვიცით მისი გავლენების შესახებ ხელისუფლებაზე, იგი ყოველთვის გადამწყვეტ სიტყვას ამბობს ხელისუფლების  მოქმედებების დროს.  საჭირო დროს  კონკრეტულ პოლიტიკურ პირს უჭერს მხარს, ხოლო როდესაც პოლიტიკას ის აღარ ესაჭიროება და მათ შორის მის მიზნებსაც ვიგებთ იმ პირის კრიტიკას. ასე მიხდა სწორედ მარგველაშვილის შემთხვევაში, ასევე გახარიას შემთხვევაში, ეს არის ტიპიური პოლიტიკოსის განცხადებები. მისი ბოლო განცხადებიდან უნდა ამოვიკითხოთ, რომ მისი ფავორიტი პარტია არის კვლავ ქართული ოცნება. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ მისი პოლიტიკური გუნდი კვლავ დამაჯერებლად გაიმარჯვებს. “

ანუ იქნება მოწოდება თავის მხრივ ამომრჩველებისთვის ?

“ არც ეს უნდა გამოვრიცხოთ, იყო აზრთასხვადასხვაობა საზოგადოებაშო, რომ ბიძინა ივანიშვილი აღარ სწყალობს ქართულ ოცნებას,  თუმცა მან დაამსხვრია ეს მით და მისი ფავორიდი პარტია არის კვლავ ქართული ოცნება, ეყრდნობა მას და დაეყრდნობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროსაც. ბიძინასთის მთავარია არ დაკარგოს ძალაუფლება მან და მისმა დასაყრდენმა პოლიტიკურმა გუნდმა. რაც შეეხება პერსონებს, ფაქტია, რომ იგი პერსონებზე არ აკეთებს აქცენტს, ანუ ფსონს არ დებს, გახარიას შემთხვევაშიც, ის მხარს უჭერს პოლიტიკურობიდან გამომდინარე მისთვის სარგო მოვლენას. კიდევ ერთხელ ვამბობ გახარიას მიმართ განცხადება არის ჩვეულებრივი, კლასიკური პოლიტიკოსის განცხადება. უნდა ამოვიკითხოთ ერთი რამ, რომ იგი არ აპირებს არსად წასვლას. ის ისევ აპირებს პოლიტიკაში დარჩენას.“

ხომ არ ფიქრობთ, რომ გახარიას პოლიტიკურ წონას შესაბამისად ვერ აფასებს ოპოზიცია? იმიტომ, რომ ადმინისტრაციული რესურსი რასაც ფლობს ხელისუფლება 43% ამომრჩევლების და წინა არჩევნებს თუ ჩვენ გადავხედავთ ხელისუფლებას აქვს 45-48%  არჩევნებში.  ამ შემთხვევაში მაშველი გუნდი ხომ არ არის ოპოზიციისთვის გახარია, რომელსაც შეუძლია გარკვეული ხმები  წაართვას ხელისუფლებას?

“ გახარია გარკვეულ პროცენტებს აიღებს, თუმცა მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ის ძალიან სერიოზულ შედეგს დადებს არსებული პოლიტიკიდან გამომდინარე. შესაძლოა შევიდეს საკრებულოში თბილისში და კონკრეტულ ქალაქებში, თუმცა არ მაქ იმის მოლოდინი, რომ ის სადღაც უმრავლესობით მოვა, რომელიმე საკრებულოში  მისი გუნდით.  რაც შეეხება ადმინისტრაციულ ბერკეტებს, ხელისუფლებებს მათ შორის წინა ხელისუფლებასაც  ყოველთვის ქონდა იმის სურვილი, რომ გამოეყენებინათ ადმინისტრაციული რესურსები. თუმცა ეს რესურსი ნამდვილად არ არის 53%-ი ნამდვილად. გარკვეული სეგმენტი მოსახლეობისა მათ უჭერდა მხარს წინა არჩევნებზე, აქ მაინც გადამწყვეტი მიმაჩნია ჩვენი მოსახლეობის აქტიურობა. თუ ეს იქნება ჩვენ დავინახავთ იმას, რომ ქართული ოცნება ნელ-ნელა ჩამოშორდება ხელისუფლებას არჩევნების გზით და ეს არის დემოკრატიული მეთოდები “

საკმაოდ ბევრი პოლიტიკოსი ალაპარაკდა, რომ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლაზე და ინფორმაციას თუ დავუჯერებთ სექტემბერში შესაძლებელია იგი თბილისში ვიხილოთ. რა პროცესები შეიძლება განვითარდეს, რამდენად დაასხავს ქართული ოცნების წისქვილზე წყალს და ისევ ოცნების გამარჯვებას მოიტანს ?

“ მე ძალიან შორს ვარ იმ აზრისგან, რომ სააკაშვილი საქართველოში სექტემბერში ჩამოვა.  იგი წინა არჩევნების დროსაც აცხადებდა ამას, თუმცა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება არის ისეთი, რომ  სააკაშვილი ვერ ჩამოვა საქართველოში სწორედ ამ სიტუაციიდან გამომდინარე. თუ რევოლუციური სცენარით არ განვითარდა მოვლენები. მხოლოდ ამ ჭრილში თ შეგვიძლია ჯერ-ჯერობით განვიხილოთ მისი საქართველოში ჩამოსვლის საკითხი. სხვა შემთხვევაში რამდენადაც ვიცი მიმდინარეობს სისხლის სამართლის საკითხები, თუ არ ვცდები განაჩენიც არის გამოტანილი. სწორედ აქედან გამომდინარე ხელისუფლების პოზიცია არის შემდეგი, რომ ის არის დამნაშავე და თუ ჩამოვა მის მიმართ მართლმსაჯულება აღსრულდება. აღსანიშნავია, რომ სააკაშვილიმ მხარემ სტრასბურგის სასამართლოს მიმართა და ცდილობენ სამართლიანობის დადგენას. პირადად მე რეალურად არ მიმაჩნია სააკაშვილის საშემოდგომოდ ჩამოსვლა თუ მოვლენები რევულიციური მხრით არ განვითარდა ან რამე არ შეიცვალა. ვფიქრობ არ ყავთ იმ რაოდენობის მხარდაჭერები, რომ ეს რევოლუციური მოვლენები აწარმოონ. არაერთხელ მითქვამს, რომ „ქართული ოცნების “ დამარცხების რეცეპტი არის მხოლოდ და მხოლოდ  ოპოზიციური სპექტრის ერთიანობა. სხვა შემთხვევაში ცალ-ცალკე გასვლა არჩევნებზე და ბრძოლა, არის ხელისუფლების გამარჯვება. ყველამ უნდა გადავდოთ ჩვენი ამბიციები გვერძე და ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ გავერთიანდეთ. ჩვენ თუ რეალურად გვინდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან წასვლა, ამბიციები უნდა გადავდოთ გვერძე და ამ ერთი იდეის გარშემო უნდა მოხდეს გაერთიანება“

ისევ არჩვენების საკითხს მინდა დავუბრუნდე. თქვენ თქვით, რომ შესაძლოა გახარია გარკვეული პროცენტებით იყოს წარმოდგენილი საკრებულოში. ამ შემთხვევაში აქცელნტები ისმევა ვადამდელ არჩევნებზე, რომელზეც რატომღაც აღარ საუბრობენ. ხომ არ ფიქრობთ, რომ ვადამდელი არჩევნების თემა უკვე გადაწეულია, როგორც ოპოზიციისთვის, ისე პარლამენტში შესული ოპოზიციისთვისაც აღარ არის მთავარი თემა და არც ხელისუფლებისთვის შესაბამისად. ამას უნდა საზღვრავდეს ოპოზიცია, არ აქვთ პატარა პოლიტიკური გამოცდილება მათ. აი ეს ფაქტორი ხომ არ მოქმედებს?

“არ ვფიქრობ ასე ერთი მიზეზის გამო. რაც ქვეყანაში ხდება, იგივე ნაციონალური მოძრაობის პარლამენტში შესვლა, ეს არის მოკლევადიანი სტაბილურობა, მიღწეულ იქნა ევროკავშირის ჩართულობით. თუმცა ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩამკეტი მექანიზმინ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩვენებზე და ბასევე პლებისციტი ერთმანეთთან პირდაპირ კავშირშია. თუ ხელისუფლებამ ვერ აიღო 43%-ზე მეტი და პლებისციტში საზოგადოებამ ხმა მისცა ვადამდელი არჩევნების ჩატარებას, ხელისუფლება აუცილებლად დანიშნავს ვადამდელ არჩევნებს. ამიტომ ნუ მივანიჭებთ ნაკლებ მნიშვნელობას ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებს და ნუ ჩავთვლით, ისე, რომ ქვეყანაში გრძელვადიანი პერსპექტივით პოლიტიკური პროცესები დასტაბილურდა. არ არის ასე, დიდი მნიშვნელობა აქვს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩვენებს და რამდენ პროცენტს აიღებს ხელისუფლება. სწორედ ეს გადაწყვეტს სტაბილურობის ბედს და თუ ქართულმა ოცნებამ 43%-ზე მეტი აიღო, ოპოზიციური სპექტრი იძულებული იქნება შეეგუოს მიმდინარე პროცესებს და ქართული ოცნების ხელისუფლებაში ჩარევას.“

 

Leave a Reply