ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოს პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას გამოეხმაურა. შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა Twitter-ზე გამოაქვეყნა.

„სალომე ზურაბიშვილთან უკრაინისა და საქართველოს ევროატლანტიკურ მისწაფებებზე ვიმსჯელებთ. ჩვენს ქვეყნებს ევროკავშირისა და ნატოს სრულფასოვანი წევრობის მოპოვების საერთო მიზანი აქვთ. ასევე, განვიხილეთ ენერგოუსაფრთხოების საკითხი. შევთანხმდით, რომ ეს ჩვენი სამომავლო თანამშრომლების პრიორიტეტი იქნება“, – წერს ზელენსკი.

Leave a Reply