დეპუტატი ხათუნა სამნიძე პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრის მისვლას ითხოვს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ვახტანგ გომელაურმა პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების უსაფრთხოებაზე დასმულ კითხვებს უპასუხოს, მათ შორის, იქნება თუ არა დაცული აქტივისტებისა და მათი მხარდამჭერების გამოხატვის თავისუფლება.

“ქართული ოცნების” დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი კი ამბობს, რომ ყველას აქვს უფლება გამოხატოს თავისი აზრი, , მაგრამ თუ გრძნობენ საშიშროებას თავი უნდ შეიკავონ.

“ყველას აქვს უფლება გამოხატოს თავისი აზრი, მხოლოდ კანონმდებლობის ფარგლებში, მაგრამ თუ შენ გრძნობ და განიცდი იმას, რომ შენი ამ გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში, გაქვს ისეთი მოლოდინი, რომ საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა, ასევე, გამოხატავს თავის მდგომარეობას და აქ შეიძლება გარკვეული ტიპის დაპირისპირება მოხდეს – ამ შემთხვევაში მინიმუმ მორალური ვალდებულება აქვთ ამ ადამიანებს, რომ ასეთი ტიპის ქმედებებისგან თავი შეიკავონ”.

Leave a Reply